ka en ru

ჩვენ შესახებ

ბაგა-ბაღი

,,მადაგასკარი“

ბაგა-ბაღი  ,,მადაგასკარი“, ადგილი სადაც ყველა ბავშვის სურვილი რეალური ხდება უკვე  ხუთი წელია არსებობს.  2014 წლიდან დღემდე დიდი წარმატებით ფუნქციონირებს. ჩვენი პრიორიტეტი იმ გარემოს შექმნაა, რომელიც სწორად არის ბავშვის ასაკზე. 
  ბაგა-ბაღში მიიღებია ბავშვები 6 თვის ასაკიდან 6წლის ასაკის ღათვლით.
    ჯგუფები დაყოფილია ასაკის მიხედვით, თითოეულ ჯგუფში ბავშვებთან ორი პედაგოგი და ორი პედაგოგის დამხმარე მუშაობს, რომლებიც თანამედროვე სასწავლო პროგრამებით ხელმძღვანელობენ.  პროგრამა მრავალფეროვანია: რუსული და ინგლისური ენები, შემეცნება, ხელოვნება, რელიგია, საქართველოს ისტორია და ბუნება,  ციფრები და ასობგერები, ეტიკეტის ნორმეები, კულინარია, ცეკვის და მუსიკის გაკვეთილები. და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ტარდება თამაშისა და გართობის რეჟიმში.
   გარდა ამისა ხშირად გვაქვს გასვლითი გაკვეთილები ბუნებაში. 
   პატარები დაგვყავს ექსკურსიებზე და ვაცნობთ ჩვენი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს:  მუზეუმებს, თოჯინების თეატრს, კინო თეატრს, დელფინარიუმს, ბოტანიკურ ბაღს, აქვარიუმს და ა.შ. ჩვენთა ხშირად იმართება  ზეიმები და ფოტოსესიები. 
 ბაღში ფუნქციონირებს დამატებითი წრე- ხელოვნების და ბალეტის გაკვეთილები, რომელიც კვირაში სამჯერ უტარდებთ.
 ბაღის ტერიტორიაზე განთავსებულია 400 კვ/მ ვერანდები სადაც ბავშვებისთვის დამატებითი გასართობი ზონაა სხვადასხვა ატრაქციონებით.
 

,,მადაგასკარი“

პედაგოგები

სახელი გვარი
თანამდებობა
სახელი გვარი
თანამდებობა
სახელი გვარი
თანამდებობა
სახელი გვარი
თანამდებობა